ოკუპანტებმა ლუგანსკში დამატებითი რაზმები შეიყვანეს - საცხოვრებელი სახლები და გზები დანაღმულია

22.01.23 14:04
ოკუპანტებმა ლუგანსკში დამატებითი რაზმები შეიყვანეს - საცხოვრებელი სახლები და გზები დანაღმულია

ლუგანსკის ოლქში უმძიმესი ვითარებაა. რუსმა ოკუპანტებმა იქ დამატებითი რაზმები შეიყვანეს. კრემლის დიქტატორს უკრაინაში პატიმრები და ახალწვეულები ჰყავს გაგზანილი. 

სერგეი გაიდაი იტყობინება, რომ რუსი სამხედროები საცხოვრებელ სახლებს და გზებს ნაღმავენ. უფრო მეტიც, ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაღუპული ადამიანების ცხედრებში მალავენ.

პარალელურად, სამხედრო დახმარების სულ უფრო მეტი პაკეტი მიდის უკრაინაში. გუშინ კიევში ამერიკელი სენატრორებიც ჩავიდნენ, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა პირადად გადაუახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დღეებში კიევში ჩასვლას გერმანიის თავდაცვის მინისტრიც ჩავა. 

 

მსგავსი სიახლეები