ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა - შარლ მიშელი ევროკავშირი-უკრაინის სამიტს დაესწრება
ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. შარლ მიშელი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტს დაესწრება.
შარლ მსელტან ერთად იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - წერს ტვიტერში შარლ მიშელი.