პრემიერმა ღარიბაშვილმა თურქ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა

06.02.23 12:29
პრემიერმა ღარიბაშვილმა თურქ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიწისძვრის დამანგრეველი შედეგების გამო თურქეთის ხელისუფლებას თანაგრძნობა გამოუცხადა და ჩვენი ქვეყნის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, აუცილებელი დახმარება გაუწიოს.

ჩემი გულითადი თანაგრძნობა თურქეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას კარამანმარასში დამანგრეველი მიწისძვრის გამო. 

ყველა დაზარალებულ ადამიანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქ ხალხს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავუწიოთ მას აუცილებელი დახმარება. - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

თურქეთში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 300 ადამიანზე მეტია დაღუპული. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, მსოფლიო თანამეგობრობას დახმარებისთვის მიმართა. 

 

 

მსგავსი სიახლეები