თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩო ინფორმაცია ავრცელებს

08.02.23 18:47
თურქეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საელჩო ინფორმაცია ავრცელებს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარადაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

საელჩოს განმარტებით, ქალაქ ადიამანში გარდაცვლილ პიროვნებას საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქება ჰქონდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ.-ს გარდაცვალების შესახებ.

თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი.  

მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ  ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან  ხორციელდება შესაბამისი პროცედურები -აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები