რუსეთმა ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა

11.02.23 10:39
რუსეთმა ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა

რუსეთმა ზემფირა "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების“ რეესტრი კიდევ რვა ადამიანით გააფართოვა.

სამინისტროს ცნობით, ზემფირამ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას, კონცერტები გამართა "არამეგობრულ ქვეყნებში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ მოწოდებით" და "მიიღო მხარდაჭერა უცხოური წყაროებიდან".

გარდა ზემფირასი, სიაში მოხვდნენ პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი, პოლიტოლოგი აბას გალიამოვი, ლგბტ აქტივისტი ალექსანდრა კაზანცევა, Violence.net ფონდის ხელმძღვანელი (ასევე შედის უცხოური აგენტების რეესტრში) ანა რივინა, ჟურნალისტი სერგეი ასლანიანი, საარჩევნო ანალიტიკოსი სერგეი შპილკინი.