ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა:
პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თურქეთში საშინელ მიწისძვრას ემსხვერპლა.
საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც ერთ წამში ამდენი სიცოცხლე შეიწირა, გულებში ღრმა ტკივილი დაგვიტოვა. ვიზიარებთ თურქი ხალხის ტკივილს და ვეხმარებით ამ რთულ დროს.
სამუდამო ხსოვნა დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ"- წერს ზელენსკი.