ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 53 წლის ქალი

12.02.23 14:03
ოკუპანტებმა ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 53 წლის ქალი

ოკუპანტებმა დენპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

მშვიდი  ღამის შემდეგ აგრესორმა ნიკოპოლი დაბომბა. დარუპულია 53 წლის ქალი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 83 წლის პენსიონერი ქალიც, - დაწერა ტელეგრამ არხზე სერგეი ლისაკმა.

ცნობილია ასევე, რომ მტრის იერიშების შედეგად ქალაქში 4 მრავალსართულიანი სახლი, წყლის არხი და კოლეჯის შენობა დაზიანდა.