ოკუპანტები უკრაინას მთელი ღამე საფრენი აპარატებით და რაკეტებით უტევდნენ - შეტევა ნაწილობრივ მოგერიებულია

ოკუპანტები უკრაინას მთელი ღამე საფრენი აპარატებით და რაკეტებით უტევდნენ - შეტევა ნაწილობრივ მოგერიებულია.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსული რაკეტები უკრაინის ჩრდილოეთით, დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში მოხვდა.
„რუსების მორიგი სარაკეტო შეტევა - ღამით უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები გაუშვეს. სამწუხაროდ, არის დარტყმები უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით, ასევე დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში. რუსებმა გარკვეულწილად შეცვალეს ტაქტიკა. ისინი ახორციელებენ აქტიურ დაზვერვას, იყენებენ ცრუ სამიზნეებს, მაგრამ საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდა მტრის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობას“, - აცხადებს ერმაკი.