პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ბათილად ცნობენ მოსკოვში - კრემლი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღიარებს

პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ბათილად ცნობენ მოსკოვში. კრემლი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღიარებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალი დადგენილება პუტინის რეჟიმმა პირად შეუარცხყოფად მიიღო. ახლა პუტინის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ მიუხედავად გაცემული ორდერისა, 128 სახელმწიფოში მოიძებნებიან ისეთი ქვეყნები, სადაც ომის დამნაშავედ გამოცხადებულ რუს პრეზიდენტს ჩასვლის შემთხვევაში არ დააპატიმრებენ.
დაპატიმრების ორდერს ცინიკურად ეხმაურება პუტინის თანამზრახველიც. მარია ლვოვა-ბელოვა, რომელსაც უკრიანელი ბავშვების იძულებით გატაცებას და დეპორტაციას ედავებიან, საკუთარ დაკავების ორდერზე წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაამ მისი შრომა დააფასა.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.