ჰააგის სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის და პუტინისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს - დანილოვი

18.03.23 16:14
ჰააგის სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის და პუტინისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს - დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანად აფასებს.

დანილოვი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მძიმე დღეში აღმჩნდება თავად პუტინი და აღნიშნავს იმასაც, რომ ეს ჯერ მხოლდო დასაწყისია.

დანილოვი ასევე ხაზს უსვამს, რომ ის მოკავშირეები, რომლებიც მან შავ გედებად მოიხსენია, თუ რუსეთში შეფრინდებიან, სამუდამოდ რუსეთშივე დარჩებიან.

თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი იყო, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა და 2016 წელს ამ შეთანხმებიდან გავიდა. რუსეთის გადაწყვტილებაზე გავლენა ყირიმის ანექსიამ მოახდინა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ეს იქნება კატასტროფა როგორც გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით. ასევე მძიმე შედგები დადგა თავად პუტინისთვის. ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ეს დასაწყისია. ის შავი გედები რომლებიც რუსეთში შეფრინდებიან სამუდამოდ რუსეთშივე დარჩებიან", - აცხადებს დანილოვი.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები