სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველმა არალეგალმა საიუველირო მაღაზიაში მძევლები აიყვანა

11.05.21 20:09
სპეცოპერაცია ბარსელონაში - ქართველმა არალეგალმა საიუველირო მაღაზიაში მძევლები აიყვანა

მადრიდის ქუჩები სპეცოპერაციის გამო რამდენიმე საათით გადაიკეტა, ესპანეთის ყველა სატელევიზიო არხი მძევლების გათავისუფლების ოპერაციას გადასცემდა -საქართველოს მოქალაქემ მადრიდში სათამაშო იარაღის გამოყენებით მძევლები აიყვანა.

საქართველოდან ჩამოსული არალეგალი ემიგრანტი ოქროსა და ბრილიანტის გატაცების მიზნით ცნობილ საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა, ,,ერმიტაჟის" ყველა კლიენტს მიწაზე დაწოლა უბრძანა და მოკვლით ემუქრებოდა, საცავში შენახულ ძვირფასეულობას თუ არ გამოუტანდნენ. ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველი კრიმინალი ადგილზე დააკავეს.

ტვ პირველმა კრიმინალური შემთხვევის დეტალები გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ესპანეთში დაკავებული 40 წლის საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ფ.-ა. მისი მეზობლები ტვ პირველად ჰყვებიან, რომ კონსტანტინემ ქვეყანა ცოლ-შვილთან ერთად რამდენიმე წლის წინ დატოვა და კრიმინალური საქმიანობა მისთვის უცხო არ არის. 

40 წლის მოქალაქის საქართველოში ექსტრადირება მოხდება თუ არა, საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

მხოლოდ აპრილში ესპანელმა სამართალდამცველებამ 23 ბინის ძარცვისთვის 8 ქართველი დააკავეს. ესპანური მედია ქართველების ქმედებით გაოგნებულია. 

ესპანეთის პოლიცია გაოგნებას ვერ მალავს ქართველების საქციელით. ქართველები ყოველდღიურად აყაჩაღებენ სახლებს, ძარცვავენ ბინებს და კრიმინალით ლამის პირველ ადგილზე არიან. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვა ქართველი კრიმინალებისთვის ბარიერი არ აღმოჩნდა. კრიმინალის 60% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის - აღნიშნავს ესპანური მედია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები