"შენს ტრაექტორიას გავნსაზღვრავთ" - კადიროვი ბახმუტიდან გასვლის გამო პრიგოჟინს დაემუქრა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ვაგნერი ხელმძღვანელს მოუწოდა, არ დატოვოს ბახმუტი, ვიდრე იქ მისი მებრძოლები არ მივლენ. ამის შესახებ კადიროვმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ჟენიას მინდა ვუთხრა, ვიდრე ჩვენ პოზიციებამდე არ მივალთ, მანამდე თავდაცვაში იყოს. როცა შეტევაზე გადავალთ, შენს ტრაექტორიას მხოლოდ მაშინ გავნსაზღვრავთ.ჩვენ სრულად უნა შევცვალოთ სიტუაციის სვლა. ყოველთვის მეუბნებოდი, რომ კაცური წესებით ცხოვრობ. ამიტომ გეუბნები, შენ უნდა ესა და ეს გააკეთო. შენ დაგიკავშირებიან და აგიხსნიან, - აღნიშნა კადიროვმა.
ამასთან კადიროვამ პრიგოჟინს საბძროლო მასალით აღჭურვა და უკეთესი პირობები შესთავაზა.
თუ ჩვენთან დარჩებითმ გპირდები, მოგცემთ მეტს, შეგიქმნით უკეთეს პირობებს და ვეცდებით, რომ ყველაფერი უმაღლესად გქონდეთ, - თქვა ჩეჩნების ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ 10 მაისს ვაგნერი ბახმუტს დატოვებს. ამის მიზეზად ვაგნერი ლიდერმა საბრძოლო მასალის ნაკლებობა დაასახელა.