ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

21.05.21 11:49
ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

11 დღიანი თავდასხმებისა და უკიდურესად დაძაბული ვითარების შემდეგ ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.  დაპირისპირებულმა მხარეებმა ზავი ეგვიპტის შუამავლობით დადეს. გადაწყვეტილებას ზეიმობენ პალესტინელები. "ჰამასი" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა პალესტინელებისთვის გამარჯვებაა. კონფლიქტში თავს გამარჯვებულად აცხადებს ისრაელიც. 

ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს ეგვიპტის დელეგაცია გაუწევს. შეთანხმებას მიესალმებიან მსოფლიოს ლიდერები. 

მომდევნო დღეებში ახლო აღმოსავლეთში ჩავა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ისრაელსა და "ჰამასს" შორის იერიშები 10 მაისს დაიწყო და მას საერთო ჯამში 244 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის 67 ბავშვია.