მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 3 ადამიანი
სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგებს ნგრევა მოჰყვა. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო დაშავდა 28.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მაშველები მუშაობენ.