დიდი ბრიტანეთი ციფრული ვიზების შემოღებას გეგმავს

23.05.21 17:22
დიდი ბრიტანეთი ციფრული ვიზების შემოღებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი ციფრული ვიზების შემოღებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. 

ინიციატივის მიხედვით, სისტემა თავად განსაზღვრავს პირისთვის ქვეყანაში შესვლის უფლებას. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველებს  საშუალება ექნებათ განაცხადი შესვლაზე ელექტრონული თანხმობის მისაღებად წარადგინონ.

დიდი ბრიტანეთი ციფრულ ვიზებზე სრულად გადასვლას  2025 წლისთვის გეგმავს.