კრამატორსკში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

29.06.23 12:57
კრამატორსკში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა - სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დონეცკის ოლქში სამაშველო ოპერაციაა დასრულებულია.

ბოლო რუსულ თავდასხმას ხალხმრავალ ადგილას, 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 14 წლის ტყუპი დებიც არიან. მაშველებმა გადაარჩინეს 11 ადამიანი. ზაპოროჟიეში კი უკრაინული ძალები სამეთაურო საშტაბო წვრთნების ჩასატარებლად ემზადებიან, რადგან ისევ მაღალია რისკი, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ტერორისტული თავდასხმა განახორციელონ.

ამ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები აანონსებს, რომ ნატო ვილნიუსის სამიტზე, უკრაინას ახალ ძლიერ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

"კრამატორსკში შეტევის ადგილზე მუშაობა გრძელდება, სამწუხაროდ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა პოლიციის სპეცრაზმთან ერთად დააკავა პირი, რომელიც ამ ტერაქტის ორგანიზატორი იყო. ყველა, ვინც რუსს ტერორისტებს სიცოცხლის განადგურებაში ეხმარება მაქსიმალურ სასჯელს იმსახურებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რუსეთისა და მისი თანამძრახველების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გასაძლიერებლად. მათ უნდა იგრძნონ, რომ მათი ტერორის ფასი მხოლოდ მათთვის გაიზრდება. მადლობა ვუხდი ყველას ვინც იბრძვის უკრაინისთვის და მუშაობს უკრაინისთვის, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები