"ვაგნერის" აჯანყებამ პუტინი დაასუსტა - შოლცი

29.06.23 13:18
"ვაგნერის" აჯანყებამ პუტინი დაასუსტა - შოლცი

"ვაგნერის" აჯანყებამ პუტინი დაასუსტა - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთში მომხდარ სამხედრო არეულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

შოლცის თქმით, რუსეთისთვის, მომხდარის შედეგებს გრძელვადიანი ხასიათი ექნება. 

"ეს გვიჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და ის სულაც არ არ ზის ისე მყარად უნაგირზე, როგორც ყოველთვის ამტკიცებს", - თქვა შოლცმა. 

შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ მხარდაჭერის მიზანი "რუსეთში რეჟიმის შეცვლა არაა". 

 

მსგავსი სიახლეები