ზელენსკი სტამბოლში პატრიარქ ბართლომეს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას უკრაინის ურყევი მხარდაჭერისა და რუსული დანაშაულების დაგმობისთვის
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენი ბრძოლა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 500 დღეა გრძელდება. ჩვენ გვაქვს მისი უწმინდესობის მხარდაჭერა, ლოცვები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უკრაინაში სიცოცხლისთვის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.