საბერძნეთში ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან - ევაკუაცია კიდევ რამდენიმე კუნძულზე გამოცხადდა

24.07.23 11:10
საბერძნეთში  ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან - ევაკუაცია კიდევ რამდენიმე კუნძულზე გამოცხადდა

საბერძნეთში ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან - ევაკუაცია კიდევ ორ კუნძულზე გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით კუნძული როდოსიდან 19 000 ადამიანია გაყვანილი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძული კორფუ ტურისტებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც რამდენიმე რაიონში უკვე გამოცხადებულია ევაკუაცია. ინფორმაცია ვრცელდება მოსახლეობის ზღვით ევაკუაციის შესახებ, სადაც ნავები უკვე გაგზავნილია. ცენტრალური საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კერძოდ კუნძულ ევიას ნაწილებზე უკვე გაიცა ბრძანება ევაკუაციის შესახებ. 

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა საბერძნეთში ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს და ფიქსირდება რეკორდულად მაღარლი სიცხე. სხვადასხვა ადგილზე გაჩენილი ცეცხლის კერების გამო ქვეყანაში ეროვნული დღესასწაულიც კი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები