ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
რუსები საქართველოში იმკვიდრებენ თავს, ქართველების ნაწილს მოქალაქეობას არ აძლებენ, ნაწილი კი ქვეყნიდან საერთოდ გარბის. ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი.
ოფიციალური მონაცემებით, 4 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე უკვე ლტოლვილთა თავშესაფრებშია გადანაწილებული. თუმცა დუბლინში ამბობენ, რომ მიმართვიანობა არ წყდება. ლტოლვილად ჩაბარებული ქართველების რიცხვი აჭარბებსს საომარი მოქმედებების ზონიდან გაქცეული ხალხის რიცხვსაც. ალჟირი, ნიგერია, სომალი და სირია - ლტოლვილთა რიცხვით, ირლანდიაში ყველა ქვეყანას გადავუსწარით. ქართველები ქვეყნიდან ძირითადად გაჭირვებას, უიმედობას და უმუშევრობას გაურბიან.