"ღორებს არ ექცევიან ასე... ჩვენი საელჩო რა საელჩოა" - ათენის არალეგალთა ბანკში დარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ

27.07.23 12:03
"ღორებს არ ექცევიან ასე... ჩვენი საელჩო რა საელჩოა" - ათენის არალეგალთა ბანკში დარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ

ათენის არალეგალთა ბანკში დარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ. საქართველოდან უკიდურესი გაჭირვების გამო წასული ადამიანები ახლა საფრთხის ქვეშ არიან. ისინი ამბობენ, რომ არც საკვები და არც მედიკამენტები არ აქვთ. საქართველოს ასობით მოქალაქე 24 საათზე მეტია ჩაკეტილ სივრცეშია.

ქართველი ემიგრანტის თქმით, საელჩო მას შემდეგ გავიდა კავშირზე იქ მყოფ ქართველებთან, როდესაც მედიამ გააშუქა არსებული სიტუაცია. ემიგრანტები ამბობენ იმასაც, რომ მათ არ სურთ საქართველოში დაბრუნება, ვინაიდან ამის გაკეთება მათ საელჩოსგან დამოუკიდებლადაც შეუძლიათ.

"სიუჟეტის შემდეგ მირეკავს საელჩო და მეუბნება, ჩვენ შემოგთავაზეთ დახმარება თუ კი გენდომებათ და სურვილი გაქვთ საქართველოში დაბრუნდეთ ჩვენ შეგვიძლია, რომ ამაში დაგეხმაროთ. არავინ არ მოსულხართ, არავინ დაინტერესებულხართ, რატომ დაინტერესდით ახლა როდესაც გაიგო მედიამ?! ჩვენ არცერთ მათგანს არ გვინდა საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ, ჩვენ კარგად ვიცით, თუ საქართველოში დაბრუნება მოგვინდ,ა ჩვენც შეგვიძლია მოვითხოვოთ. ჩხუბი, უთანხმოება ეს ყოველდღიური მოვლენა არის აქ" - ამბობს ემიგრანტი ხატია მახარეიშვილი.

ემიგრანტები უმძიმეს პირობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "ღორებივით" ექცევიან.

"ექიმს ვითხოვ და ექიმთან არ გავყავარ, ფეხებზე ვკიდივართ. გამიკეთეს ოპერაცია არც გამაყუჩებელი გამიკეთეს არც არაფერი. ღორებს არ ექცევიან ისე ჩვენ რომ გვექცევიან, როგორ გითხრათ, როგორ აგიხსნათ. ჩვენი საელჩო რა საელჩოა ერთი გვითხრეს რომ თუ გინდათ დეპორტით გაგიშვებთ, მეტი რა არაფერი, ყველა ქართველს ასე ექცევიან" - ამბობს ემიგრანტი ბექა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ შეტაკებები საბერძნეთის არალეგალთა ბანაკში გუშინ პაკისტანელი მიგრანტის გარდაცვალების გამო დაიწყო. ადგილზე სპეცრაზმი მივიდა, რასაც შეტაკებები მოჰყვა. დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ ქართველებიც.

მსგავსი სიახლეები