გამოვლენილია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი - რუსეთიდან უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეებს აგზავნიან

05.09.23 10:35
გამოვლენილია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი - რუსეთიდან უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეებს აგზავნიან

გაშიფრულია ადამიანებით ვაჭრობის ქსელი - რუსეთიდან უკრაინაში საომრად კუბის მოქალაქეებს აგზავნიან.

ინფორმაციას კუბის მთავრობა ავრცელებს და აცხადებს, რომ  შსს-ს მიერ აღმოჩენილი ქსელი, რომლის ლიკვიდაციისთვისაც მუშაობა მიმდინარეობს, რუსეთიდან მოქმედებს იქ მყოფი კუბელების და თავად კუბაში მცხოვრები მოქალაქეების ჩასართავად უკრაინაში, სამხედრო ოპერაციაში მონაწილე შეიარაღებულ ძალებში. ჰავანა ირწმუნება, რომ მცდელობები ნეიტრალიზებულია და ამ საქმიანობასთან კავშირის მქონე პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ქვეყნის იმიჯის შესალახად მისი მტრები ავრცელებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, თითქოს, კუბა მსგავსი ქმედებების თანამონაწილეა.

რუსეთის ხელისუფლება კუბას მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები