სარაკეტო თავდასხმა კრივოი როგზე - დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა
სარაკეტო თავდასხმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე - დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი არ შეცვლილა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საავადმყოფოში 19 ადამიანია მოთავსებული, მათგან 3 საოპერაციოში მძიმე პოლიტრავმითაა.
დაზიანდა 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის მაღალსართულიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა.