პუტინი სოჭში ლუკაშენკოს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობას, უკრაინაში მიმდინარე ომს, კავშირებს ჩინეთთან და ორ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
როგორც პუტინმა ამ შეხვედრაზე თქვა, "რუსეთში ეკონომიკა სტაბილური და საიმედოა".
ლუკაშენკომ კი შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს სანქციებამდელ დონეს მიაღწევს.