მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე - პუტინი ბლინკენს პასუხობს

15.09.23 14:42
მნიშვნელოვანია, უკრაინამ გოპაკი არ დაივიწყოს, თორემ მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე - პუტინი ბლინკენს პასუხობს

"უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოს გოპაკი, თორემ მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე," - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“.

ვფიქრობ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოს გოპაკი, ეს მნიშვნელოვანია, თორემ ისინი მუდმივად იცეკვებენ სხვის დაკრულზე“, - განაცხადა პუტინმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ „ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება“ და რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ უნახავს პუტინის მხრიდან დიპლომატიის მიმართ ინტერესის ნიშნები.