გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

15.09.23 18:06
გაერთიანებულმა სამეფომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

„ვაგნერი“ გაერთიანებულმა სამეფომ ტერორისტულ ორგანიზაციად ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც "ვაგნერის" დახმარებას დაუკავშირდება.

ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და "ვაგნერის" ჯგუფში გაწევრიანებას ან ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, რომელიც, პოტენციური 14 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, რომელიც შეიძლება გამოიტანოს ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრესრელიზში.

შეგახსენებთ, „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი და ჯგუფის საველე მეთაური დიმიტრი უტკინი გასულ თვეში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, ორი თვის შემდეგ იმ დროიდან, როცა პრიგოჟინმა კრემლის წინააღმდეგ ამბოხება მოაწყო.

მსგავსი სიახლეები