ირანში, მოკლული მაჰსა ამინის მამა დააკავეს

16.09.23 13:51
ირანში, მოკლული მაჰსა ამინის მამა დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ შარშან მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავა.

რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო იუწყება, რომ ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. ამასთან, როგორც RFE/RL წერს, ამინის სახლი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების მიერ არის გარშემორტყმული, პოლიციის დიდი რაოდენობა შეინიშნება სხვადასხვა ქალაქშიც.

შარშან ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა - ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.