რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა

16.09.23 14:25
რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შეუტევს და ამისთვის საკრუიზო ფრთოსანი რაკეტების შევსებულ მარაგს გამოიყენებს.

"2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის შუალედში, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა შორი მანძილის დარტყმები განახორციელა. ამ თავდასხმებისთვის ძირითადად გამოიყენეს საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები (ALCM), განსაკუთრებით, თანამედროვე AS-23a KODIAK. რუსეთი იყენებს სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რათა ეს იარაღები რუსეთის ტერიტორიის სიღრმიდან გაისროლოს", - აღნიშნავენ უწყებაში.