დონალდ ტრამპს შესაძლოა, საჯარო კომენტარების გაკეთება შეეზღუდოს

დონალდ ტრამპს შესაძლოა, საჯარო კომენტარების გაკეთება შეეზღუდოს - ამერიკის ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს სთხოვს, რომ ტრამპს პრეზიდენტს საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარების გაკეთება შეუზღუდოს.
მოტივად მოწმეთა შევიწროების აღკვეთა, ასევე დეზინფორმაციისა და მუქარებისა თავიდან აცილება სახელდება. ცნობას BBC აქვეყნებს.
დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი.