უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მახლობლად, დნეპრის გადაკვეთისთვის მზადება დაიწყეს - ISW

16.09.23 16:18
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მახლობლად, დნეპრის გადაკვეთისთვის მზადება დაიწყეს - ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მახლობლად, დნეპრის გადაკვეთისთვის ხიდის შექმნა დაიწყეს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს ოპერაციები დნეპრის დელტაში ანტონოვსკის ხიდთან მდებარე ზოგიერთ კუნძულზე, რათა გააერთიანონ პოზიციები ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე მომავალი შეტევისთვის".- ამბობენ ანალიტიკოსები

ამავდროულად, ანალიტიკოსების აზრით, ოკუპანტებს, სავარაუდოდ, არ ჰყავთ ჯარის საჭირო რაოდენობა ამ სექტორში უკრაინის თავდასხმისგან დასაცავად, რადგან რუსეთის სარდლობამ ხერსონის რეგიონიდან რამდენიმე ქვედანაყოფი ზაპოროჟიეს რეგიონში გადაისროლა.

მსგავსი სიახლეები