ბოლო 24 საათში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 13 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

17.09.23 09:45
ბოლო 24 საათში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 13 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო დღე ღამეში დონეცკის ოლქის კლეშიევკაში რუსი დამპყრობლების 13 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

თავაცვის ძალები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში თავდაცვას განაგრძობენ, შეტევას ახორციელებენ  მელიტოპოლის და ბახმუტი მიმართულებებით, მტერს ანადგურებენ, ნაბიჯნაბიჯ ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მაგრდებიან, - ნათქვამია განცხადებაში.