სტიქია ლიბიაში - წყალდიდობამ 12 ათასი ადამიანი იმსხვერპლა

ლიბიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა. დაკარგულად ითვლება კიდევ 10 ათასამდე ადამიანი. სტიქიისგან გამოწვეული სხვადასხვა სახის დაზიანების გამო დახმარების საჭიროება ლიბიის მილიონამდე მოქალაქეს უდგას. ამ ფონზე "როიტერი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს კატასტროფული შედეგი სახელმწიფოს გაუფრთხილებლობის და არასწორი პოლიტიკის გამო დადგა, რადგან დერნას მდინარის ხეობაში არსებული სიტუაციის და საფრთხის შესახებ ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს ინფორმაცია, მაგრამ კაშხლების შეკეთებაზე არ უფიქრია.