უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტთან 50 კმ-ზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს
უკრაინულმა ჯარებმა წინა კვირაში ბახმუტთან 2 კვ. მეტრი გაათავისუფლეს, ხოლო სამხრეთ ფრონტზე 5,2 კვ. მეტრი. ამის შესახებ უცხოურ მედიასთან უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა ისაუბრა. მისი თქმით, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინამ ჯამში 51 კვ. მეტრი დაიბრუნა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლის მიმართულებით მოძრაობენ.
რაბოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატება გვქონდა და წინა კვრისი განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით 5,2 კვ. მეტრი გავათავისუფლეთ, - აღნიშნა მალიარმა.