ოკუპანტები ჰერსონს მთელი ღამე ბომბავდნენ - არიან დაღუპულები და დაშავებულები

18.09.23 10:38
ოკუპანტები ჰერსონს მთელი ღამე ბომბავდნენ - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გასულ ღამე სოკუპანტებმა ისევ ჰერსონს შეუტიეს. დაბომბვის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა, გარდაცვლილია კიდევ ერთი ქალი, რომლის სახლსაც ოკუპანტებო ბომბი მოხვდა. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს.

მტერი ჰერსონს მთელი ღამის განმავლობაშ უტევდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაბომბვის შედეგად 72 წლის კაცი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
კიზომისში ბომბი კერძო სახლს მოხვდა. მიღებული ტრავმების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 60 წლის კაცი საავადმყოფოში მოათავსეს, - წერს ტელეგრამ არხზე ალექსანდრ პრკუდინი.