სომხეთი ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირეით ზომების მიღებას სთხოვს

20.09.23 10:43
სომხეთი ევროკავშირს ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირეით ზომების მიღებას სთხოვს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრისასა ევროკავშირს მოუწოდა, ყარაბაღში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებთ სასწრაფო ზომები მიიღოს. 

ვისაუბრე აზერბაიჯანის განზრახვებზე მთიან ყარაბაღში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და რეალურად მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის სამშობლოს ჩამორთმევას. საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, უნდა მიიღონ სასწრაფო ზომები ამის აღსაკვეთად,“ - წერს მირზოიანი სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებები წარმატებთ გრძელდება.