"უკრაინას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები მომავალ კვირას გადაეცემა" - ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

22.09.23 10:16
"უკრაინას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები მომავალ კვირას გადაეცემა" - ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

ჯო ბაიდენი ვოლიდიმირ ზელენსკის შეხვდა. მიღება ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები პრეზიდენტს შორის რუსეთის ომსა და იმ დახმარებაზეც მიმდინარეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Abrams-ის ამერიკული ტანკების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს უფრო მეტ არტილერიას, საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. „დღეს მე დავამტკიცე აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში უკრაინაში, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და მომავალ კვირას პირველი ამერიკული Abrams-ის ტანკები გადაეცემა უკრაინას. ჩვენ ასევე ორიენტირებული ვართ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დავიცვათ კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში", - აღნიშნა ბაიდენმა.