რაკეტებით შეტევა ოდესაზე - უკრაინის სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში იყო
"Onyx"-ის ტიპის რაკეტებით შეტევა ოდესაზე - უკრაინის სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში იყო.
მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"ორი რაკეტა მოხვდა ოდესის რეკრეაციულ ზონაში, მაგრამ ეს არის ღია ტერიტორია. კრიტიკული დაზიანებები არ ყოფილა," - განაცხადა სამხრეთ თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკიმ.