რუსეთი ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბომბავს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

26.09.23 10:06
რუსეთი ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბომბავს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მძიმე ვითარება ოდესაში - რუსმა ოკუპანტებმა ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ისევ შეუტიეს. დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა 2 მძღოლი. 

ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი აცხადებს, რომ თავდასხმა იზმაილის რაიონში მოხდა.

"დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, 6 სატვირთო მანქანა დაიწვა", - დაწერა კიპერმა.

რუსეთი 25 სექტემბრის ღამესაც დაესხა თავს ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას, დაზიანდა ტერმინალისა და სასტუმროს შენობა, განადგურდა მარცვლეული, დაზიანდა საწყობის შენობები, დაიღუპა 2 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები