განგაში ნიკოლაევსა და ოდესაში - რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია

28.09.23 10:22
განგაში ნიკოლაევსა და ოდესაში - რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია

მძიმე ღამე უკრაინაში - ნიკოლაევსა და ოდესაში რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ.

ირკვევა, რომ ოკუპანტებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში 44 ე.წ დამრტყმელი დრონი გაუშვეს, რომელთა შორის უკრაინელმა სამხედროებმა 34 გაანადგურეს.

რუსული აგრესიის გამო უკრაინის სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში საჰაერო განგაში დაახლოებით 4-საათს გრძელდებოდა. აფეთქებების ხმა ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებშიც ისმოდა.

 

 

მსგავსი სიახლეები