ნიუ-იორკში წყალდიდობაა - გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

30.09.23 14:58
ნიუ-იორკში წყალდიდობაა - გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

ძლიერი წვიმის გამო, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, დატბორილია სახლები, სარდაფები, მეტროები, ქუჩები და მაგისტრალები. ქალაქის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, გაჩერებულია მეტროს მოძრაობაც. ასევე, დაიხურა LaGuardia-ს საერთაშორისო აეროპორტი.

"ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა", - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.

მსგავსი სიახლეები