ევროპაში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს - პუტინი

05.10.23 10:26
ევროპაში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს - პუტინი

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთს ევროპაში ბევრი მეგობარ ჰყავს, რადგან ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იდეებსა და ღირებულებებს იზიარებენ, საკმაოდ მაღალია.

პუტინის თქმით, მათი მხარდამჭერები ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ და საკუთარ პოზიციას სხვებს არ ახვევენ.

იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა, ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად, ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ, ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები