პუტინი აცხადებს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბორტზე სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს.
მისი თქმით, ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი.
„ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრებში ყუმბარის ფრაგმენტები იპოვეს. თვითმფრინავს არანაირი გარეგანი ზემოქმედება არ ჰქონია, ეს არის დაფიქსირებული ფაქტი. ეს არის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.