ოკუპანტებმა ოდესას რაკეტებით შეუტიეს

07.10.23 10:13
ოკუპანტებმა ოდესას რაკეტებით შეუტიეს

სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე - რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბასტიონის სანაპირო სარაკეტო სისტემიდან გასროლილი ონიქსის ტიპის ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეუტიეს  რეგიონს.

"დარტყმა მოხდა რეკრეაციულ ზონაში მდებარე პანსიონატში და პორტში. რაკეტის ფრაგმენტებმა და აფეთქების ტალღამ ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძარი გამოიწვია, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება." -ამის შესახებ სამხრეთ თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.

ოდესის რეგიონში საჰაერო განგაში 2:00 საათზე გამოცხადდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაიონულ ცენტრში აფეთქებები გაისმა. 

მსგავსი სიახლეები