ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბორელი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

07.10.23 14:21
ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - ბორელი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას Twitter-ზე ეხმაურება და გმობს. 

ბორელი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

"შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ "ჰამასის"  თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში", – წერს ბორელი.

"ჰამასმა" ომი დაიწყო. საპასუხოდ ისრაელის არმიამ კონტრტერორისტული ოპერაცია რკინის ხმლები წამოიწყო. ღაზის სექტორიდან მხოლოდ ოც წუთში ისრაელისკენ 5000 რაკეტა გადაისროლეს. საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული. არის მსხვერპლიც. 

ტერორისტების სამიზნე სამხედრო ობიექტების გარდა, დასახლებული პუნქტებიც გახდა. სახლები დანგრეულია, აეროპორტები ჩაკეტეს. ხალხი უსაფრთხო ადგილებს ეძებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა სამხრეთშია.  ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ რომ საჰაერო დარტყმებს ღაზაში "ჰამასის" ობიექტებზე ამ წუთებშიც  ახორციელებენ.

მსგავსი სიახლეები