ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - "ჰამასმა" ქვეყნის საზღვარი ბულდოზერებით გაარღვია

07.10.23 15:00
ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - "ჰამასმა" ქვეყნის საზღვარი ბულდოზერებით გაარღვია

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  ღაზას სექტორიდან ახალი სარაკეტო თავდასხმები დაიწყო. "ჰამასმა" ქვეყნის საზღვარი ბულდოზერებით გაარღვია.

ტერორისტული დაჯგუფების მომხრეები აშკელონამდე ფეხით და მძიმე ტექნიკით მიდიან.  კადრები რომელიც ცხელი წერტილიდან  ვრცელდება მძიმე სანახავია. კადრებში ჩანს ქუჩაში დაყრილი გვამები.

ტერორისტები ისრაელის თავდაცვის ძალების ქალ ჯარისკაცებს, საჯაროდ ამცირებენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტერორისტებმა 57 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. აფეთქებებია თელავივშიც.

კონტრშეტევაზე გადასული ისრაელი და რაკეტების უმრავლესობა ჰაერშივეა განადგურებული.

ხვალიდან ისრაელში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დაწესებულებები იმუშავებს.

ისრაელის მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ დონის ესკალაცია ისრაელს არ ახსოვს და ეს რაღაც ახლის დასაწყისია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება რომ საავადმყოფოებში ჯამში  500-ზე მეტი დაჭრილია მოთავსებული. დაშავებულებს შორისს არიან ბავშვებიც.  საომარ მოქმედებებს ბოლო ცნობებით 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

სპეციალურად "პირველებისთვის",  ისრაელიდან ახალ ამბებს ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ხუხია გვაწვდის.