ისრაელის პრემიერი და ოპოზიციონერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

11.10.23 18:10
ისრაელის პრემიერი და ოპოზიციონერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერი და ოპოზიციონერი ბენი განცი საგანგებო მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ.

შეიქმნება "ომის კაბინეტი", რომელშიც შევლენ პრემიერი ნეთანიაჰუ, განცი და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.