პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი პოტენციურად მკვდარია! - ნეთანიაჰუ

12.10.23 11:22
 პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი პოტენციურად მკვდარია! - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰამასის გაუგონარ სისასტიკეზე საუბრობს და მისი განადგურების პირობას დებს. მაღალჩინოსნის განცხადებით, ყველა ტრორისტი პოტენციურად მკვდარია. 

ჩვენ ვნახეთ მტაცებელი მხეცები, ჩვენ ვნახეთ ბარბაროსები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ჩვენ დავინახეთ სასტიკი მტერი, ვნახეთ დახვრეტილი ბიჭები და გოგონები შეკრული ხელებით, ცოცხლად დაწვეს კაცები და ქალები. ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს და დახოცეს, მებრძლებს თავები მოკვეთეს. პირობას ვდებ, ჰამასის ყველა წევრი მკვდარი ადამიანია. 

მსგავსი სიახლეები