რუსეთის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ რიაზანის კლინიკაში, ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სამივე დაღუპული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა. ცეცხლი საავადმყოფოში დილის 4 საათზე გაჩნდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. მაშველებმა საავადმყოფოდან სხვა პირების ევაკუაცია დროულად მოახდინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.