ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს - ბორელი

ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა „სრულიად შეუძლებელია განხორციელდეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს“, - დაამატა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა ღიად გამოხატა ისრაელის მხარდაჭერა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.