ომის მე-8 დღე - ისრაელი სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადება

საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო - ისრაელი სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადება. ამ წუთებშიც ნეთანიაჰუს ჯარი ჰამასის პოზიციებს უტევს. ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ კონფლიქტი შემდეგ ეტაპზე გადადის. "ოპერაცია დაიწყება მაშინ, როცა ბოლო პალესტინელი ჩრილოეთ ღაზას დატოვებს," - ასეთია ისრაელის დაპირება.
ჰამასი კი მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარადდ იყენებს. ისრაელში ვარაუდობენ, რომ გატაცებული მოქალაქეები ტერორისტებს მიწისქვეშა ქალაქში ჰყავთ დატყვევებული.
BBC პალესტინელების გაქცევას გადასახლებას უწოდებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დაჭრილი პაციენტების გადაადგილება სიკვდილისს ტოლფასი იქნება.
ღაზაში ვითარება ბოლო საათებში დრამატულად შეიცვალა. ჯამში გარდაცვლილია 3600-ზე მეტი ადამიანი.
რაც შეეხება ისრაელს, იქ 8 დღიანი ომის განმავლობაში 1900 გარდაცვლილი ფიქსირდება.